Skip to content
18/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ

მარშალ პრესი 12/03/2026
euto

გამოქვეყნდა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას, სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას. ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას. საქართველოს ხელისუფლებისთვის, მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გაცემული რეკომენდაციები შემდეგია:

“გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები. მომხსენებელს მიაჩნია, რომ შეუძლებელია, მიზნობრივი შესწორებებით ეს კანონები მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან, ვინაიდან არსებობს ფართო შეუსაბამობა.იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გააუქმებს ამ კანონებს, ისინი მინიმუმ უნდა შეიცვალოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.ეს გულისხმობს: აღნიშნული კანონმდებლობის სუბიექტების ბენეფიციარებისა და თანამშრომლების შესახებ სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების ამოღებას; სანქციების შემცირებას; „უცხოური ძალის აგენტად“ რეგისტრაციის ვალდებულების მნიშვნელოვან შეზღუდვას იმის გათვალისწინებით, მოქმედებს თუ არა სუბიექტი რეალურად უცხოური მითითებებით. გარდა ამისა, ამ კანონებში გამოყენებული ენა ბევრად უფრო ზუსტი უნდა გახდეს. ანალოგიურად, უნდა გაუქმდეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას (მუხლი 54). გაუქმდეს კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“.

ეს ეხება (თუმცა არ შემოიფარგლება) ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერის იდენტობის გათანაბრებას ინცესტთან, ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას (მათ შორის შეკრების მეშვეობით), გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის აკრძალვას. სახელმწიფო ღალატის დანაშაულის საფუძვლები უნდა შევიწროვდეს და გახდეს უფრო კონკრეტული, რათა გამოირიცხოს ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს ხელისუფლების კრიტიკის გამო იმ სუბიექტების დევნა, რომლებიც ექცევიან „აგენტების კანონის“ ან FARA-ს მოქმედების ქვეშ. გაუქმდეს რეგულაციები, რომლებითაც დემონსტრაციების დროს სახის დაფარვა სრულად აიკრძალა. სხვა რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავენ შეკრების უფლებას (როგორიცაა ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები), უნდა გაუქმდეს ან გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სათანადო ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებს შორის. უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში დაცული უნდა იყოს აკადემიური ინსტიტუტების ავტონომია.”

Post navigation

Previous: მარკეტა გრეგოროვა და სხვა ბევრი ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ განცხადება გააკეთა, საერთოდ არ იცნობს ჩვენს ქვეყანას და არც მიმდინარე პროცესებზე ფლობს ინფორმაციას — ისინი “დიფ სთეითის” დავალებებს ასრულებენ
Next: დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის “შეხიდება” – ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.