ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი ახმეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ღვინის ხარისხის სრულყოფის მიზნით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე.
ყურადღება გამახვილდა ყურძნის ხარისხზე და ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასებზე, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რაც გულისხმობს ვენახების გაშენებაზე წინასწარ შეთანხმებას.
ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
