Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორ ცდილობს თინა ხიდაშელი ქართული საკანონმდებლო რეგულაციებისთვის გვერდის ავლას?

მარშალ პრესი 12/03/2026
tina

როგორ ცდილობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას?- მან არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, ჩეხეთში დაარეგისტრირა.

ასოციაციის წესდებაში, რომელიც 2024 წლით თარიღდება, აღნიშნულია, რომ “სამოქალაქო იდეის” იურიდიული მისამართი მდებარეობს პრაღაში.

“ასოციაცია არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, არასამთავრობო, არაკომერციული ასოციაცია, რომლებიც გაერთიანდნენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის იდეების მხარდასაჭერად და გასავრცელებლად, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმიდან დემოკრატიულზე გადადიან”,- ვკითხულობთ წესდებაში.

წესდების შინაარსთან დაკავშირებით დამფუძნებლების შეთანხმების ოქმზე, ფიქსირდება როგორც ხიდაშელის, ისე დავით უსუფაშვილის ხელმოწერები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები რეგისტრაციისთვის უცხო ქვეყნებს ირჩევენ, ვინაიდან, საქართველოში მოქმედი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია: როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია, როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა არაევროპულია? როდესაც დისკუსიაში ვერ შემოდიხარ, პრორუსულის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივია
Next: თუ კონფლიქტი გაიწელება, ის შეიძლება გადაიქცეს ფატალურ ხაფანგად, სადაც ამერიკის ადმინისტრაციის შიგნით არსებული წინააღმდეგობები არანაკლებ საშიში აღმოჩნდება, ვიდრე თავად თეირანის მოქმედებები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.