Skip to content
15/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ეუთოს განცხადებაზე: სულ რაღაც 24 საათში გამოჩნდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო ნაბიჯების მცდელობა რეალობას არ შეესაბამებოდა

მარშალ პრესი 11/03/2026
DAVID KARTVELISHVILI

ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში. ექსპერტის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებმა დაადასტურა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილური და უსაფრთხო პარტნიორია.

„და აი ისიც — პასუხი „ჩელიაბინსკის მექანიზმზე“ და ხმა ტკბილი, „ევროპული“: „არისტოფან! არისტოფან! გეხუმრეთ კაცო!!!“. სულ რაღაც 24 საათში: ევროკავშირმა — საქართველოს ხსენება არ დამანახოთ სასანქციო სიაში; ან ვის მოუვიდა თავში ჩვენი მკვებავი საიმედო პარტნიორის მისამართით ასეთი უსამართლო მავნებლობის მცდელობა. სახელმწიფო დეპარტამენტმა: სომხეთიც მოვიარეთ და აზერბაიჯანიცო, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში ტურიზმის თვალსაზრისით მხოლოდ საქართველოა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. ამიტომ წელს სარისკოა დუბაიც და (შესაძლოა) თურქეთიც, და მით უმეტეს ისრაელი — ჩადით საქართველოში და დაისვენეთო. ასეთ რეკლამაში რამდენია გადასახდელი? რას ბრძანებთო! თქვენთვის — ყველაფერი უფასოა! ეუთო: თუ ვინმემ ისევ გაბედა სახელისუფლებო ღობეებზე გადაძრომა — მე მითხარით; თუ ვინმემ ხელისუფლებაზე ისევ იძალადა — „ვატსაპით“ დაგვირეკეთ; თუ ვინმემ პარლამენტის ბოიკოტი განიზრახა და მანდატებზე უარი თქვა — შეაჩვენეთ! სხვა დანარჩენ შემთხვევაში — დაელოდეთ ოპერატორს, ის მალე გიპასუხებთ. მადლობა ამ მრავალწლიანი მოთმინებისთვის!”—წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: შოთა ბერეკაშვილი: არის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს როგორც მოკლევადიანი გეგმა, რომ მნიშვნელოვან პროდუქტებზე კონკურენტული ფასები გვქონდეს და გრძელვადიან პროცესში, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, ბენ ჭოუს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.