Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 10/03/2026
DAVID KARTVELISHVILI

დღეს მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას – ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების გამო მთელი ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ. ზუსტად 10 დღე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სასანქციო პოლიტიკას არღვევს, თითქოს აქ, ქვეყნის ნაცვლად შავი ხვრელია და დაჟინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას – წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიამ დარღვევები ვერ დაადგინა და შედეგად ყულევის პორტი სანქციების პროექტიდან ამოიღეს. მისი შეფასებით, ამან ოპოზიციის ბრალდებები პრაქტიკულად გააბათილა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებს.

„ დღეს მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას – ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების გამო მთელი ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ.
ზუსტად 10 დღე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სასანქციო პოლიტიკას არღვევს, თითქოს აქ, ქვეყნის ნაცვლად შავი ხვრელია და დაჟინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას.

დღეს კი, როდესაც ეს ანტიქართული და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრობა თავად ევროკომისიამ და ო’ბრაიენმა ამხილეს, ახალი მესიჯი დაალაგეს. აგენტურა ამბობს, რომ საქართველო და ყულევი კი არღვევდნენ წესებს, მაგრამ თურმე “ამ ერთხელ აპატიეს”…

სიმართლე არის მარტივი – საქართველოში, ქვეყნის ტერიტორიოს არც ერთ მილიმეტრზე სანქციებისგან თავის არიდების შემთხვევას ადგილი არ აქვს!
სიმართლე არის მარტივი – ევროკომისიამ ვერ ნახა ვერცერთი ფაქტი და ყულევი სანქციების პროექტიდან ამოიღო!
სიმართლე არის მარტივი – საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ქვეყანა მოქმედებს სუფთად და კეთილსინდისიერად!
სიმართლე არის მარტივი – ვინც ამ ისტერიკაშია და ცდილობს, მოგონილი მესიჯით ხალხს ტვინი აურიოს, არის ამ ქვეყნის მტერი!“ – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: საგარეო და პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კარგ შედეგებს აჩვენებს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად სფეროებში – The Heritage Foundation
Next: პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.