Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთავრობის “სტრატკომი” ზურაბ მახარაძის გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მარშალ პრესი 10/03/2026
stratkomi

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება გასულ შაბათს გამართული სატელევიზიო დებატების დროს, გადაცემის ერთ-ერთი მონაწილის, ზურაბ მახარაძის გავრცელებულ ინფორმაციას ბაზალეთის ტბის მიმდებარედ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ.

“თემის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2006 წელს საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც, თავის მხრივ, მიწის ნაკვეთი 2007 წელს გაასხვისა შპს „სწავლების ცენტრზე“, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი იყო მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის მიერ დაფუძნებული კომპანია ააიპ „ცოდნის ფონდი“. კერძო მესაკუთრემ მიწის ნაკვეთი 2019 წლის 18 დეკემბერს გაასხვისა შპს „იორკთაუერზე“, რომელსაც ამჟამად შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპი“ ეწოდება და რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქეა.”– ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: საქართველო გახდა სტაბილურობის ოაზისი რეგიონში, სადაც ჩრდილოეთით და სამხრეთით სატრანზიტო ჰაბები პარალიზებულია – დავით ქართველიშვილი
Next: გუშინდელმა დებატებმა “რუსთავი-2”-ზე კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი ე.წ. “ინტელექტუალების” თუ “ექსპერტების” დეგრადაციის ახალი დონე – არგუმენტირებულ მსჯელობას ვერაფერი დაუპირისპირეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.