იუსტიციის სამინისტრო 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში განახევრებულ ფასად მოიყვანონ.
“სამეწარმეო სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ 200 ლარის ნაცვლად გადაიხადონ 100 ლარი. ამისათვის საჭიროა ისარგებლონ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტული წესდებით. მიმართონ ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებს ან დისტანციურად გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე my.gov.ge და შესაბამისობაში მოიყვანონ სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალ კანონთან” – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ.
ბიზნესსუბიექტებისთვის “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების მოყვანის ვადა მიმდინარე წლის 1 აპრილს სრულდება.
