Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე, ეს არის ჩვენი მყარი და მთავარი ფუნდამენტი, რომელიც დღემდე ვერავინ მოარყია

მარშალ პრესი 09/03/2026
shalva papuashvili

ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე, ეს არის ჩვენი მყარი და მთავარი ფუნდამენტი, რომელიც დღემდე ვერავინ მოარყია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, განსაკუთრებით ამ რთულ პირობებში, გაერკვიოს სიმართლეში და თავსმოხვეული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც გვესმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არ მიიღონ უკრიტიკოდ.

„ჩვენთვის რამდენიმე რამ არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე, ეს არის ჩვენი მყარი და მთავარი ფუნდამენტი, რომელიც დღემდე ვერავინ მოარყია. როდესაც დგახარ სიმართლეზე, შეიძლება, მოკლევადიანი ხელოვნური პრობლემები ვინმემ შეგიქმნას, მაგრამ შეუძლებელია, ხანგრძლივად ვინმემ შეძლოს სიმართლის დამალვა და ტყუილზე აწყობა, როგორც ამას აკეთებს დღევანდელი ბრიუსელი.

გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ იყოს გამოყენებული იარაღად ზოგიერთი ქვეყნის თუ პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, როგორც ამას ახერხებენ მაგალითად, PACE-ს, ევროპარლამენტის შემთხვევაში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ამ გავლენისგან მეტნაკლებად დაცულია და ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, განსაკუთრებით ამ რთულ პირობებში, გაერკვიოს სიმართლეში და თავსმოხვეული პროპაგანდა, დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელიდან გვესმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არ მიიღონ უკრიტიკოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩი”-ს ცნობით, ისრაელმა ლიბანში თეთრი ფოსფორი გამოიყენა
Next: დავით ქართველიშვილი: საქართველო თანდათან ხდება ქვეყანა, რომლის გარეშეც რეგიონის მსხვილი გეოეკონომიკური პროექტები ან არასრულია, ან ნაკლებად კონკურენტუნარიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.