Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან კარანაძემ EUROCONTROL-ის გენერალური დირექტორის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 01/07/2022
291136666_5398114173546427_1369294602668159788_n

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა EUROCONTROL-ის გენერალური დირექტორის არჩევნებსა და ორგანიზაციის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა / The Head of the GCAA participated in the election of the Director General of EUROCONTROL and in the 57th Session of Provisional Council

მიმდინარე წლის 28 და 29 ივნისს, ბრიუსელში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომისიის და მმართველი საბჭოს შეხვედრები გაიმართა. როგორც EUROCONTROL-ის წევრმა სახელმწიფომ, საქართველომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევნებში მეორედ მიიღო მონაწილეობა. მუდმივმოქმედ კომისიაზე, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე რაულ მედინა კაბალიერო იქნა არჩეული. ესპანეთის საავიაციო ხელისუფლების ხელმღვანელი მისი უფლებამოსილების შესრულებას 2023 წლის 1 იანვრიდან შეუდგება. იგი ამ პოზიციაზე იმონ ბრენანს შეცვლის, რომელიც ორგანიზაციას 2018 წლიდან უძღვებოდა.

ბრიუსელში გამართული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ლევან კარანაძემ რაულ მედინა კაბალიეროს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში, ასევე მადლობა გადაუხადა იმონ ბრენანს ევროკონტროლის ხელმძღვანელის რანგში ეფექტური და ნაყოფიერი მუშაობისთვის. როგორც სააგენტოს დირექტორმა განაცხადა, საქართველო აქტიურად გააგრძელებს ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ არსებული როტაციით, მომავალი წლიდან, EUROCONTROL-ის მუდმივმოქმედ კომისიას საქართველო უხელმძღვანელებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს და ევროპული სტრუქტურის მუშაობაში ქვეყნის ჩართულობას.

გარდა გენერალური დირექტორის არჩევნებისა, ორგანიზაციის მუდმივმოქმედმა კომისიამ და მმართველმა საბჭომ დიდი დრო დაუთმო სამოქალაქო ავიაციისათვის აქტუალური და მიმდინარე საკითხების განხილვას. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორგანიზაციის გრძელვადიან და მოკლევადიან სამოქმედო გეგმებზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, უახლოესს თვეებში, EUROCONTROL-ი გააგრძელებს ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენების დაგვიანების არსებული მაჩვენებლის შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორთან ერთად, საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის მმართველი საბჭოს შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და ამჟამად EUROCONTROL-ის მეკავშირე ოფიცერი საქართველოდან დავით ჭეიშვილი და “საქაერონავიგაციის” ეკონომიკური სამსახურის უფროსი, EUROCONTROL-ის გაფართოებული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი თეონა ერქომაიშვილი, რომელიც წევრი ქვეყნების წინაშე მოხსენებით წარსდგა.

Post navigation

Previous: უკაცრავად, ყავის სმაში და “შოპინგზე” სიარულში თუ გიშლიდნენ ხელს ბოდიში ქალბატონო ელჩო
Next: პიროვნული, მძიმე, უშვერი სიტყვიერი შეურაცხყოფის მოთმენაზე რაიმე სპეციალური სადეპუტატო განსხვავებული სტანდარტი არ არსებობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.