Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში წვევამდელთა ახალმა ნაკადმა საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყო

მარშალ პრესი 08/03/2026
150

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლა დაიწყეს. წვევამდელები სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების განყოფილებებში შეიკრიბნენ, საიდანაც ისინი ოჯახის წევრებმა გააცილეს. სამხედრო ბაზაზე შესვლისთანავე მათ დეტალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ და შესაბამისი აღჭურვილობა დაურიგდათ.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის განმავლობაში ისინი საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს გაივლიან. სამხედრო ინსტრუქტორები კურსის მონაწილეებს ფიზიკურად მოამზადებენ და დისციპლინარულ წესდებებსაც გააცნობენ.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისა და სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, წვევამდელები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირები, დანამატის სახით, ყოველთვიურად 30%-ით მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ.

Post navigation

Previous: სუს-მა მედიასთან გააკეთა მცირე განმარტება გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, რომ დაბარებულია კონკრეტულ საქმეზე გამოკითხვაზე, თუმცა ტელეფონი აქვს გამორთული. აგენტურამ მესიჯი დაალაგა – სუს-ი თარგამაძეს ვერ პოულობსო და ასე სცადა უწყების დისკრედიტაცია
Next: აზერბაიჯანის გარშემო ვითარების ნებისმიერი ესკალაცია ავტომატურად საფრთხის ქვეშ აყენებს მთელ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ სისტემას, რომელიც სამხრეთ კავკასიაზე გადის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.