IMG.GE ___________________________________ IMG.GE

როგორც ჩანს, ოპოზიციას არც მოსახლეობის ჯანმრთელობა აწუხებს. მათ იციან, რომ ასეთ შემთხვევაში, სრულიად დამსახურებულად, საზოგადოებაში ხელისუფლების რეიტინგი გაიზარდა, რადგან განსხვავებულად პოზიტიური შედეგი დადგა ქვეყანაში, – განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში  პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

“იცით, რომ უფრო მეტი ინსტიტუციური გამოცდილების, მეტი ფინანსური რესურსის მქონე ქვეყნებშიც კი, ასეთი სასურველი შედეგი, სამწუხაროდ, ვერ დადგა. რა თქმა უნდა, ამან ხელისუფლების რეიტინგი გაზარდა და ეს უკვე, საარჩევნოდ, ოპოზიციისთვის საფრთხეა.

ოპოზიციის დღევანდელი კითხვებიც, პოზიციაც და მათი ნებისმიერი გამოსვლა იყო სპეკულაციური. ვინც იცნობს რეგლამენტს და საპარლამენტო მუშაობას, იცის, რომ ესაა ჩვეულებრივი, დადგენილი წესი, როცა კანონპროექტის ვადის გახანგრძლივებაზეა საუბარი, ის მოსმენაზე გადის გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით და ესაა ჩვეულებრივი, დამკვიდრებული ტრადიცია. ეს იყო სხვა მოწვევის პარლამენტებშიც. მათი მხრიდან განცხადებები, რომ ეს ცვლილება ანტიკოსტიტუციური იყო, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. თითქოს, ტოტალიტარიზმისკენ ვიხრებოდეთ… რომელი რეგულაციაა ტოტალიტარიზმთან კავშირში? ის, რომ საზღვარი კონტროლდებოდეს და დაინფიცირებული პირი საკარანტინო სივრცეში გადადიოდეს, კლინიკების მართვა იყოს ხელისუფლების ხელში, ესაა ტოტალიტარიზმი? პირველია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური განვითარება, რომ სასწრაფოდ დაუბრუნდეს სასტარტო მდგომარეობას და შემდგომი განვითარების ტემპი იყოს შესაბამისი. ასევე, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ის, რომ, შესაძლოა, არჩევნები აღმოჩნდეს ეპიდემიისთვის ბიძგი, რადგან სიმჭიდროვე, კონტაქტები, არჩევნების პერიოდში, უფრო გავრცელებულია. ეს რეგულაციები ხელისუფლებისთვის უნდა იყოს საშუალება იმისთვის, რომ კრიზისი სწორად ვმართოთ და ეს პოზიტიური შედეგი ბოლომდე მივიყვანოთ, რათა დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა, ქვეყანას საფრთხე არ შევუქმნათ საფრთხე, როგორც პოლიტიკური, ასევე – სხვა კუთხით და რომ არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში ჩატარდეს“ – განაცხადადიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება