Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აბსოლუტურად მზად არის ითანამშრომლოს ქართულ ხელისუფლებასთან

მარშალ პრესი 07/03/2026
dimitri khundadze

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებაა. მისი თქმით, წინა ადმინისტრაციის პერიოდში არსებობდა გარკვეული სირთულეები, თუმცა, ახალი ადმინისტრაცია თანამშრომლობისთვის მზად არის.

„საპარლამენტო გუნდი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ავითარებს სტრატეგიულ ურთიერთობებს. იყო სირთულეები ყოფილი ადმინისტრაციის მხრიდან — ეს თავად ამერიკაშიც გაჟღერდა მათი მიერვე. თუმცა ახალი ადმინისტრაცია აბსოლუტურად მზად არის ითანამშრომლოს ქართულ ხელისუფლებასთან. ჩვენგანაც არსებობს სრული მზადყოფნა და ეს მოლაპარაკებები ემსახურება იმას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ეს ურთიერთობები ახალ, პოზიტიურ ტალღაზე გადავიდეს,”—განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ვიზალიბერალიზაცია რადიკალების ბოლო მცდელობაა საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად – დიმიტრი ხუნდაძე
Next: რაც პანკისში მოხდა ამაზე პასუხისმგებელი გახარია არ არის? ახლა, ეს ხალხი, ეს გაქცეული კურდღლის არარაობები გვიტრიალდებიან, თქვენ „ნაცები“ ხართო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.