Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ახალ ეტაპზე: ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რაც იქნება რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი, რისი მზაობა და სურვილი ჩვენ აშკარად მოვისმინეთ ვაშინგტონში გამართული ყველა შეხვედრიდან

მარშალ პრესი 06/03/2026
eka sepashvili

„ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობის შემდგომი განვითარება ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება მალე, ან უახლოეს მომავალში,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება პარტნიორობის ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობის დაწყება.

„ურთიერთობების დათბობა, რომელიც ჩვენი ვიზიტის ფარგლებში, ძალიან ბევრი შეხვედრებით გამოიხატება, არის მხოლოდ დასაწყისი და ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობების შემდგომი განვითარება ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება მალე, ან უახლოეს მომავალში.
ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რაც იქნება რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლის მზაობა და სურვილი ჩვენ აშკარად მოვისმინეთ ყველა შეხვედრიდან,“ – აღნიშნა მან.

დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მიერ, სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან თქვა: „ვთხოვეთ კონგრესმენებს, შეისწავლონ ცალკეული კონგრესმენების საკანონმდებლო ინიციატივები, რათა ურთიერთობებში პოზიტიურ დინამიკას ზიანი არ მიადგეს“.

„ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ განცხადებაში იგულისხმება „მეგობარი აქტი“, რომლის შესახებაც ვისაუბრეთ სხვადასხვა შეხვედრების დროს. კონგრესმენებს, რომლებსაც შევხვდით ჰქონდათ სრული მზაობა, ამ საკითხზე საქართველოსთვის მხარდაჭერა გამოეხატათ, თუმცა კონგრესში არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ასეთ ინიციატივებს მხარს უჭერენ სწორედ იმიტომ რომ, მათ უნდათ ვითარების დაძაბვა, თუნდაც ამერიკის შიგნით. აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, თუმცა ყველამ ერთად აღნიშნა, რომ იმ პოლიტიკოსს [ჯო უილსონი], რომელიც მსგავს ინიციატივებს აყენებს, სერიოზულად არ აღიქვამენ, თუმცა ეს ხელს არ უშლის, ჩვენს რადიკალებს და აგენტურას, მსგავსი ინიციატივები, რომელიც ამერიკაში სერიოზულად არ აღიქმება, სათავისოდ გამოიყენონ ისე, თითქოს ეს არის ზოგადად ამერიკის პოზიცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის დაგეგმილი სპექტაკლის ნაწილი, რომელსაც ახორციელებენ ის გლობალური ძალები, ვისაც თვითონ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ებრძვის. თავადვე აღიარებენ, რომ ეს ძალები ჯერ კიდევ მავნებლობენ და ბოლომდე დამარცხებულები არ არიან. მოლოდინი, რომ მსგავსი ინიციატივები [მეგობარი აქტი] ინიცირებული აღარ იქნება, ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა გვაქვს იმის იმედი, რომ მას ნაკლები მომხრე ეყოლება, გაცილებით ყურადღებით მოეკიდებიან შინაარსს და წაკითხვის გარეშე (ზეპირად) ნაკლები ადამიანი დაუჭერს მხარს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა – “პრაიმტაიმმა“ გიორგი რუხაძის ჩვენება მოიპოვა
Next: თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი კურსი დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.