Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სასწრაფოდ ჩასატარებელია მისი ნარკო/ფსიქიატრიული ექსპერტიზა – ედიშერ გვენეტაძე ვატო წერეთელზე

მარშალ პრესი 01/07/2022
ედიშერ გვენეტაძე

ობიექტს წარმოადგენს აშშ-ს საელჩო და იქ მომუშავე პერსონალი. ნებისმიერი, არაადექვატურად მოქმედი ადამიანი, რომელიც მაპროვოცირებელი საქციელით საფრთხეს უქმნის დასაცავი ობიექტის უსაფრთხოებას, მით უმეტეს, რომ მისი ეს მდგომარეობა შესაძლოა გამძაფრებული იყოს ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ზემოქმედებით – აუცილებლად უნდა გახდეს აშშ-ს შიდა დაცვის და სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების გამოკვლევის საგანი – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის ანრი ოხანაშვილისა და „ტვ. პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთელის დაპირისპირებას.

„დავუბრუნდეთ გუშინდელ ინციდენტს. “ჭუტა-კადრები” ჯერ არ გვინახავს, ვიხილეთ “ჭუტა-ტექსტი”, სადაც ვატო წერეთელი ცდილობდა ქართულ ენაზე მიეწოდებინა აშკარად “საექსპერტიზო” შინაარსის აზრი თავის შეუძლოდ ყოფნის თაობაზე, რაშიც მგონი პუტინიც კი დაადანაშაულა. ეხლა კი სერიოზულად. მერამდენედ ეთამაშება ცეცხლს ტვ პირველი. ჯერ ვიხილეთ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის მიერ დასაცავ ობიექტებზე – პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვან შვილებზე ამ ე.წ. ტელევიზიის ე.წ. ჟურნალისტების მხრიდან ჯერ ჩასაფრების, ხოლო შემდგომ – თავდასხმის ოპერაცია. მათი ზონდერ-ჟურნალისტების მიერ ჩემი სოფლის სახლის მისასვლელის გადაკეტვის, შეურაცხყოფის, პროვოკაციული შეკითხვებით მწყობრიდან გამოყვანის მცდელობა ჩემს თავზე გადავიტანე, მაგრამ – სახელმწიფო დაცვის ობიექტი არ ვიყავი, კი ბატონო. სამაგიეროდ, ასეთ ობიექტს წარმოადგენს აშშ-ს საელჩო და იქ მომუშავე პერსონალი. ნებისმიერი, არაადექვატურად მოქმედი ადამიანი, რომელიც მაპროვოცირებელი საქციელით საფრთხეს უქმნის დასაცავი ობიექტის უსაფრთხოებას, მით უმეტეს, რომ მისი ეს მდგომარეობა შესაძლოა გამძაფრებული იყოს ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ზემოქმედებით – აუცილებლად უნდა გახდეს აშშ-ს შიდა დაცვის და სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების გამოკვლევის საგანი. რა მოტივი ამოძრავებდა წერეთელს დასაცავ ობიექტზე, იქ არსებული უსაფრთხოების სისტემის საფრთხეში გამიზნულად ჩასაგდებად – ამაში გარკვევა, ქვეყნის პრესტიჟის ამბავია, როგორც მინიმუმ. ამიტომ არის სასწრაფოდ ჩასატარებელი მისი ნარკო/ფსიქიატრიული ექსპერტიზა.“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: საინტერესოა, 3 წელი რატომ ითმენდა ზეწოლას და შეურაცხყოფას ქალბატონი ელჩი? – მაიკო ელოშვილი
Next: “კახეთის ეკონომიკური ფორუმი” 2022 გაიხსნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.