Skip to content
07/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წარსულში საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსმა სენატორმა მალინმა მისი პოზიციის შეცვლა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან უკეთესი ურთიერთობით ახსნა

მარშალ პრესი 06/03/2026
gia abashidze

საქართველოზე ამერიკული სანქციების მოწინააღმდეგე, ე.წ. “მეგობარი აქტის” მთავარი დამბლოკავი, სენატორი მარკუეინ მალინი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) ახალი მინისტრი იქნება. კიდევ ერთი ალიყური ანტიქართულ ტოქსიკურ ძალებს. DHS-ის აწ უკვე მოხსნილი ხელმძღვანელი კრისტი ნოემი სხვა, რანგით დაბალ თანამდებობას დაიკავებს – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, სენატორი, რომელიც წარსულში საქართველოს მმართველი გუნდის კრიტიკით გამოირჩეოდა, საკუთარი პოზიციის ცვლილებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ჩამოყალიბებულ უფრო აქტიურ კომუნიკაციასა და ურთიერთობებს უკავშირებს.

„ საქართველოზე ამერიკული სანქციების მოწინააღმდეგე, ე.წ. “მეგობარი აქტის” მთავარი დამბლოკავი, სენატორი მარკუეინ მალინი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) ახალი მინისტრი იქნება.

კიდევ ერთი ალიყური ანტიქართულ ტოქსიკურ ძალებს. DHS-ის აწ უკვე მოხსნილი ხელმძღვანელი კრისტი ნოემი სხვა, რანგით დაბალ თანამდებობას დაიკავებს. ჯერ კიდევ 2025-ის სექტემბერში, ოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორი მარკუეინ მალინი ეწინააღმდეგებოდა ე.წ. “მეგობარი აქტის“ მიღებას, რომელიც “ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებდა. აგვისტოს მიწურულს, მალინმა მოახერხა სენატის უმრავლესობის ლიდერის, რესპუბლიკელი ჯონ ტუნის დარწმუნება, რომ ხსენებული სამარცხვინო აქტი “თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ პაკეტიდან ამოეღოთ. აქტივობა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა. მანამდე, მალინმა ასევე დაბლოკა სენატში კანონპროექტის განხილვის გარეშე მიღების მოთხოვნა. წარსულში საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსმა სენატორმა მალინმა მისი პოზიციის შეცვლა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან უკეთესი ურთიერთობით ახსნა. აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილისა და სენატორ მალინის შეხვედრისას ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: სუვერენული ერების ალიანსი დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე- ერებმა უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი. მნიშვნელოვანი იყო, რომ 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერად, საქართველო აჟღერებდა ჩვენი ხალხის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები
Next: ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ,,ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ შიდა არჩევნებს დაესწრო.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.