Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ითმინა, ითმინა და 3 ივლისის აქციის მოახლოებასთან ერთად აივსო მისი “მოთმინების” ფიალაც” – თამთა მეგრელიშვილი

მარშალ პრესი 01/07/2022
თამთა მეგრელიშვილი

,,მოკლედ ითმინა, ითმინა და 3 ივლისის აქციის მოახლოებასთან ერთად აივსო მისი “მოთმინების” ფიალაც აივსო და თანამდებობა დატოვა,” – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორო თამთა მეგრელიშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის მხრიდან თანამდებობის დატოვებას.

როგორც მეგრელიშვილი წერს, თეა კატუკია აბსურდულ ბრალდებებს აჟღერებს და ირწმუნება, რომ წლებია მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის ფონზე უწევდა საკუთარი მოვალეობის შესრულება.

,,საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რჩეული კადრი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში თეა კატუკია თანამდებობას ტოვებს. ის აბსურდულ ბრალდებებს აჟღერებს და ირწმუნება, რომ წლებია მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის ფონზე უწევდა საკუთარი მოვალეობის შესრულება. მოკლედ, ითმინა, ითმინა და 3 ივლისის აქციის მოახლოებასთან ერთად აივსო მისი “მოთმინების” ფიალაც. აივსო და თანამდებობა დატოვა. ეს ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ ხელწერას გავს. იქნებ და წინასწარ დაგეგმილი თამაშის ნაწილია… არ ვიცი, არ ვიცი,” – წერს მეგრელიშვილი Facebook- ზე.

Post navigation

Previous: საგარეო უწყება საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ბრალდებებს პასუხობს
Next: საინტერესოა, 3 წელი რატომ ითმენდა ზეწოლას და შეურაცხყოფას ქალბატონი ელჩი? – მაიკო ელოშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.