Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამოცდილებიდან გამომდინარე დიდად არ მჯერა, რომ ოპოზიციის გაერთიანებას რაიმე სერიოზული შედეგი ექნება – ლაშა ბაქრაძე

მარშალ პრესი 04/03/2026
lasha-bakradze

ლიტერატურათმცოდნემ, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის ყოფილმა წევრმა, ლაშა ბაქრაძემ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ გადაცემაში „გაიღვიძე საქართველო“ ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ თეორიულად კარგი და მისასალმებელია, თუმცა ის გამოცდილებიდან გამომდინარე სკეპტიკურად უყურებს იმ შედეგს, რაც შეიძლება ამ გაერთიანებას მოჰყვეს. ბაქრაძე ფიქრობს, რომ ზედმეტი ეიფორია ამ თემასთან დაკავშირებით საჭირო არ არის.

„დიდი ხანია საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთობა უნდა არსებობდეს ოპოზიციაში. თავისთავად კარგია, რომ რაღაცასთან მივიდნენ- „ალიანსი“ ჰქვია ახლა ამ ერთობას, მაგრამ ძალიან გულახდილი ვიქნები, გამოცდილებიდან გამომდინარე დიდად არ მჯერა, რომ ამას რაიმე სერიოზული შედეგი ექნება და რომ მართლაც ერთი ფრონტით შეძლებენ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით გამოსვლას. ვისურვებდი, რომ ასე იყოს და ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ გამოცდილება სხვას გვეუბნება და საბოლოო ჯამში არ ვიცი, ეს ძალიან მოკლე პერიოდს არ მოიცავდეს ამასთან დაკავშირებული სიხარული. კარგია საერთოდ რაღაც მოძრაობა რომ შეინიშნება, მაგრამ ვნახოთ, დაველოდოთ, ბევრი მოვითმინეთ აქამდეც, მოდით შევხედოთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ზედმეტი ეიფორია არ არის საჭირო“-განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

Post navigation

Previous: საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე
Next: თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა მუსლიმი მოსახლეობის დემოგრაფიულ ტყვეობაშია — მიგრაცია კვლავ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება გლობალურ პროცესებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.