Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს – როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით

მარშალ პრესი 04/03/2026
achiko beridze

დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს — როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. შეცდომებიც შესაძლებელია — ეს ბუნებრივია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას მომავალი თაობებისთვის, რათა მათ კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო ააშენონ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძის განცხადებით, საქართველო ევროპის ნაწილი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატთა კაბინეტები ჯერ კიდევ არ არსებობდა.

„ჩვენ არ ვემსახურებით არავის. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს. ფიქრობდნენ, რომ ეს ქვეყანა ვერ გაუძლებდა ზეწოლას. ფიქრობდნენ, რომ ეკლესიას დაანგრევდნენ. ფიქრობდნენ, რომ საზოგადოებას დაქსაქსავდნენ. შეცდნენ. საქართველო არასოდეს იწყებოდა გრანტებით და არასოდეს დასრულდება უცხოური ინსტრუქციებით. ევროპა თქვენ არ აგიშენებიათ. ევროპა მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაციაა. ის არ ეკუთვნის არც ერთ ბიუროკრატს, არც ერთ იდეოლოგიას. ევროპა არის კულტურა. ევროპა არის ქრისტიანული ცივილიზაცია. ევროპა არის კონსერვატიული ფესვები და ეროვნული იდენტობა. და ჩვენ ამ ევროპის ნაწილი ვიყავით მაშინაც, როცა ეს კაბინეტები ჯერ არ არსებობდა. ბოროტსა სძლია კეთილმან — ეს ჩვენი სიტყვებია ეს ჩვენი გამოცდილებაა. ეს ჩვენი ისტორიაა. ნუ გვიყურებთ ზემოდან. ნუ გგონიათ, რომ საქართველო მხოლოდ პოლიტიკური ელიტაა. ამ ქვეყნის ბირთვი — ხალხია. ერი, რომელსაც აქვს ენა, მამული და სარწმუნოება ენა, მამული, სარწმუნოება — ეს არის ჩვენი საზომი. არა გრანტი, არა ინსტრუქცია, არა მითითება და ვინც ამას ვერ გაიგებს ის ვერასოდეს გაიგებს საქართველოს,“- განაცხადა არჩილ ბერიძემ.

Post navigation

Previous: ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვიროდნენ „რუსეთი ოკუპანტია“ და „რუსეთთან საუბარი ღალატია“, დღეს თავად ალაგებენ ურთიერთობებს კრემლთან და გვიხსნიან, რომ რუსეთი ევროპის ნაწილია და მასთან თანაცხოვრება გარდაუვალია. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ცინიზმი?
Next: დავით ზურაბიშვილი: თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, არსებული ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.