Skip to content
03/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა

მარშალ პრესი 03/03/2026
596

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.

სამხარაძის განცხადებით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

“შესანიშნავი საუბარი გაიმართა ბრენდან ჰანრაჰანთან საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, შუა დერეფანზე/TRIPP-სა და ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე,” – წერს სამხარაძე X-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც კონგრესში, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაში.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა
Next: ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია ახალ ადმინისტრაციასთან – დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რომელიც ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ იქნება მიმართული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.