Skip to content
04/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია ოპოზიციასა და არასამთავრობოებზე: ეს არის იმ სუბიექტების ერთობა, რომელიც თანახმა არიან, რომ საქართველო ცეცხლის ალში იყოს გახვეული იმ სამომავლო პერსპექტივით, რომ მათ დაუბრუნდებათ ხელისუფლება

მარშალ პრესი 03/03/2026
bacho odisharia

ეს არის ის სუბიექტების ერთობა, რომელიც თანახმა არიან, რომ საქართველო ცეცხლის ალში იყოს იმ სამომავლო პერსპექტივით, რომ მათ დაუბრუნდებათ ხელისუფლება, – განაცხადა „პოს ტვ“-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორზე საუბრისას.

ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიცია საქართველოში დღეს არის ის ძალა, რომელსაც უხარია და ითხოვს, რომ ქართული სახელმწიფო როგორმე გახდეს ომის თანამონაწილე. თავდაპირველად ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის სურვილი, ახლა კი ისინი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნატრულობენ, რომ საქართველოც ომის ქარ-ცეცხლში გაეხვიოს.

„ეს ხალხი არის ვისაც უხარია და ითხოვს რომ საქართველო იყოს როგორმე ომის თანამონაწილე. აქამდე იყო ეს უკრაინა-რუსეთის, ესეც არ გაჩერებულა, რა თქმა უნდა, ვხედავთ და ირანთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება იმასთან დაკავშირებით, რომ შენ სიხარულის ყიჟინა გაქვს ატეხილი, საელჩოსთან ცეკვები ვნახე ჩვენი აკაცუკების, იქ სააკაშვილი გამოვიდა და ღმერთო იგივე ხმა გამაგონე ჩემს მამულშიო, ანუ ბომბების ხმას ითხოვენ ეს ადამიანები. უკვე მერამდენე შემთხვევაა ლომჯარიას, რომელსაც სირცხვილით დაწვას ერჩივნა რომ ბომბებით დამწვარიყო რუსთაველი, ახლა კი მათი მთავარი ქურუმი, მათი აიათოლა გვეუბნება, რომ საქართველოშიც იგივენაირი სიტუაცია უნდა იყოს როგორიც არის ირანში. ეს არის ის სუბიექტების ერთობა, რომელიც თანახმა არიან, რომ საქართველო ცეცხლის ალში იყოს იმ სამომავლო პერსპექტივით, რომ მათ დაუბრუნდებათ ხელისუფლება. ასეთ სუბიექტებზე გვიწევს ჩვენ სამწუხაროდ საუბარი, თანაცხოვრება და მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ესენი რომ არ იყვნენ ასეთი მარგინალური მცირერიცხოვანი ჯგუფი მართლა ბევრად უფრო სავალალო მდგომარეობა იქნებოდა“,- განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.

Post navigation

Previous: ბაჩო ოდიშარია ოპოზიციაზე: პატარა სიხარულები აქვთ, რომელიც ჩანასახშივე ჩვენთვის გასაგებია, რომ იქნება ძალიან მოკლევადიანი
Next: დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება,

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.