Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთ მხარეს არის ტუპოი კრიმინალი, რომელმაც ახალგაზრდობაში ორი კაცი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ მანქანით ნელა სიარული უტყდებოდა

მარშალ პრესი 01/07/2022
გია გაბრიჭიძე

„ეს ჭუტიკა აგინებს ანრის და იმან პასუხიც არ უნდა გასცეს. ეს არის დეპოლარიზაცია ვიღაცეების გაგებით. ასეთ დეპოლარიზაციას ანრის მოქნეული ხელი და დაპოლარიზებული ჭუტიკა მირჩევნია. არაფერი რთული, ვისაც უნდა და შეუძლია დანახვა, ადვილად დაინახავს“– წერს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში და ეხმიანება 30 ივნისს, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

„გუშინდელი ინციდენტი ზუსტად ასახავს დღეს არსებულ სიტუაციას: ერთ მხარეს არის (არიან) ტუპოი კრიმინალი (-ები), რომელმაც (როგორც მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, სიუჟეტებიც კი გაკეთდა ამაზე თავისი მტკიცებულებებით) ახალგაზრდობაში ორი კაცი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ მანქანით ნელა სიარული უტყდებოდა. ამ ნაძირალას არანაკლებმა მამამ მაყუთით ორივე დანაშაული ჩაუფარცხა. ზუსტად ამის გამო გაიზარდა ისეთი, როგორიც დღეს არის, ყოვლად უკეთური, გოიმი და ყიამყრალი კაცი, რომელიც ზუსტად ასეთივე ტელევიზიის დამფუძნებელი და მფლობელია.

მეორე მხარეს არის ანრი ოხანაშვილი, განათლებული და წესიერი კაცი, რომელმაც ყველა წარმატებას დაუღალავი შრომით მიაღწია და ვიდრე ჭუტიკა მამამისის ნაყიდი ძვირადღირებული მანქანებით ახალგაზრდა ბიჭებს კლავდა, ბერლინში სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა. ეს ჭუტიკა აგინებს ანრის და იმან პასუხიც არ უნდა გასცეს. ეს არის დეპოლარიზაცია ვიღაცეების გაგებით. ასეთ დეპოლარიზაციას ანრის მოქნეული ხელი და დაპოლარიზებული ჭუტიკა მირჩევნია. არაფერი რთული, ვისაც უნდა და შეუძლია დანახვა, ადვილად დაინახავს“- წერს გაბრიჭიძე.

 

Post navigation

Previous: ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა – გია ვოლსკი
Next: გევედრებით დაგვეხმარეთ გადმოყვანაში – პოლონეთში მყოფი ზაზა დავითაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.