Skip to content
03/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბექა ძამაშვილი: „გადაწყვეტილებაში, რაც გამოქვეყნდა სანქციებთან დაკავშირებით, პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიიღეს ვარაუდების თუ ეჭვების საფუძველზე

მარშალ პრესი 28/02/2026
beka dzamashvili

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა. მისი თქმით, სანქციების მიზანი იყო დებატების სივრცის დახურვა, რადგან სულ რამდენიმე ეთერმაც აჩვენა, სად იყო სიმართლე. „სულ რამდენიმე ეთერმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ყველა იმ მგრძნობიარე საკითხზე, რომლებზეც უნდოდათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან მოხდა დებატებში ჩართვა და საკმაოდ აშკარა გახდა საზოგადოებისთვის, სად იყო სიმართლე. როდესაც ვიღაცას სიმართლის ეშინია, მაშინ ხდება სივრცის დახურვის მცდელობები.

სხვა შეფასება რთული გასაკეთებელი იქნება, ლოგიკური არ იქნება და დროში დამთხვევაც შემთხვევითი არ არის; ის, რაზეც საუბრობენ, უკრაინაში ომი დაწყებულია 4 წლის წინ, „იმედი“ და „პოსTV“ ასე მაუწყებლობდნენ ყოველთვის და თუ მათგან რაღაც იყო მიუღებელი, რატომ მაინცადამაინც ახლა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა. ბექა ძამაშვილის თქმით, დებატებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და სანამ პირდაპირი ფორმით ინტერვენცია მოხდებოდა, როცა პირდაპირ მედიაზე თავდასხმა განხორციელდა, წლების განმავლობაში იყო არაერთი მცდელობა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა აქტორების მეშვეობით მომხდარიყო ფაქტების აღრევა რაღაც ვარაუდებში, შეფასებებში თუ აღქმებში. ყოველთვის იყო აღქმების ფაქტებად გასაღების მცდელობა.

„იმ საზოგადოებაში, სადაც მედიასივრცე დახურულია და დებატები არ ხორციელდება და ცალმხრივად ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამის შესაძლებლობა არის უფრო მეტი. თვითონ გადაწყვეტილება, რაც გამოქვეყნდა სანქციებთან დაკავშირებით, ესეც საინტერესოა, რომ არც დაფარეს; პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიიღეს ვარაუდების თუ ეჭვების საფუძველზე. ანუ ვარაუდი არსებობსო, ეჭვი არსებობს, რომ, შესაძლოა, ამ მიზნით გამოიყენებოდეს ეს ტელევიზიებიო. წლების განმავლობაში იყო ამის მცდელობა, რომ რაღაც ინფორმაცია შეთხზან და საზოგადოებას მიაწოდონ, როგორც სიმართლე, ფაქტი. წლებისწინანდელი ფაქტი შეგვიძლია, გავიხსენოთ, როცა მედიაში ჩარევა ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი პირველი ფაქტი იყო „რუსთავი 2“-ის საქმე. მაშინ იყო მცდელობა, რომ საზოგადოებაში შეექმნათ აზრი, თითქოს ხელისუფლება ჩაერია მედიის თავისუფლებაში. ოღონდ საუბარი რაზე იყო – გავლილი იყო სამი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სახეზე და იყო მცდელობა, რომ ეს წარმოეჩინათ როგორც მედიის თავისუფლებაში ჩარევა; მაშინ, როცა ახლა გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი სასამართლო ზედამხედველობის გარეშე რაღაც პოლიტიკური ორგანოს მიერ და ეს უნდათ, წარმოაჩინონ როგორც ფაქტი. დებატები სწორედ ამას უშლის ხელს. დებატებზე ირკვევა სწორედ, ვინ არის მართალი, ვინ არის მტყუანი, სად არის ფაქტები, სად არის, უბრალოდ, შეფასებები“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

Post navigation

Previous: ბექა ძამაშვილი: „ანალოგიური პრეცედენტი არ იძებნება და, ალბათ, ლოგიკურიც არის, რომ აქამდე არცერთ სახელმწიფოს არ გასჩენია სურვილი, სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში შეჭრილიყო და იქ იმ მედიის შეზღუდვის მცდელობა ჰქონოდა
Next: ისრაელის ოფიციალური პირის ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერი ალი ჰამენეი მოკლულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.