Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სომხეთის სასამართლომ, „ტიკ-ტოკზე“ ნიკოლ ფაშინიანის შეურაცხყოფის გამო, ერთ პირს შინაპატიმრობა შეუფარდა – მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

მარშალ პრესი 28/02/2026
505

Armenia Today-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელ “ტიკ-ტოკის” მომხმარებელი აიკ ეგიანი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. ამის შესახებ ადვოკატმა რომან ერიციანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ტიკტოკერს ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნის დატოვების აკრძალვაც შეუფარდეს

ეგიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 297-ე მუხლის მე-2 ნაწილის 3-ე პუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი საინფორმაციო ან საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის დააკავეს.

ადვოკატის შეფასებით, ეგიანი პოლიტპატიმარია, რადგან მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა ფაშინიანის მისამართით გაკეთებული ვულგარული და უხეში განცხადებების გამო დაიწყო.

Post navigation

Previous: პარასპორტსმენი და სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანი საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება
Next: მცდელობა, შეიზღუდოს დისკუსიის პლატფორმები, ვერ გახდება პოლიტიკური პროცესის შეჩერების ინსტრუმენტი. დებატები გაგრძელდება, რადგან ღია პოლემიკა უკვე იქცა საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.