Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიქტორ ჯაფარიძე: სახალხო დამცველი რატომ დუმს, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას

მარშალ პრესი 28/02/2026
viktor japaridze

დიდი ბრიტანეთის მიერ, ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოს ტვ“-ს დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძე და სახალხო დამცველს საჯარო განმარტებისკენ მოუწოდა.

„ბატონო ლევან, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ პირებზე საუბრობთ, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ გთხოვთ, დაიცვათ ტელეკომპანიების უფლებებიც,“ — აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ სახალხო დამცველის დუმილი მაშინ, როდესაც, მისი შეფასებით, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, საზოგადოებისთვის კითხვებს აჩენს.

„მაინტერესებს, სად არის სახალხო დამცველი ამ დროს? მისგან აბსოლუტური დუმილია. კარგია, როცა ციხეში სახელმწიფო გადატრიალებისთვის დაკავებული პირების მონახულება არ ავიწყდება — შემთხვევით მათი უფლებები ხომ არ ირღვევაო — და ერთ-ერთის, მანჯგალაძის დასაცავად მზადყოფნაც კი გამოთქვა, მზად ვარ სასამართლოში ჩვენება მივცე, რომ მან არაფერი იცოდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის შესახებ და იქ შემთხვევით აღმოჩნდაო, მაგრამ პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას.

გამობრძანდეს და აუხსნას მოსახლეობას, რას ნიშნავს დიდი ბრიტანეთის საქციელი!“ — განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

Post navigation

Previous: კოლექტიური ნაცების მიერ კოლექტიური ფონ დერ ლაიენისათვის მიწერილი წერილი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ითხოვენ, მხოლოდ მათ პოლიტიკურ იმპოტენციაზე როდი მიუთითებს – ეს არის მორიგი მცდელობა, შური იძიონ ქართველ ხალხზე
Next: მადლობა „პოსტვ“-ის ყველა თანამშრომელს იმ სიმართლის თქმისთვის, რისთვისაც დიდმა ბრიტანეთმა დაგვასანქცირა — „პოსტვს“ არაფერი ემუქრება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.