Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: გასულ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა წარმოაჩინა, ვინ არის ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა და ვინ იღვწის ხელისუფლებაში მოსახვედრად იმისათვის, რომ უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს

მარშალ პრესი 27/02/2026
qartuli ocneba ofisi

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესებას განცხადებით ეხმიანება და ამ ფაქტს თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითს უწოდებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საინტერესოა, რომ ზოგიერთმა უცხოელმა აგენტმა, ბრიტანული სანქციების ფონზე, მოძმე რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად ამერიკისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა.“

ამავე დროს, მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, აშშ-ის დისტანცირებული პოზიცია საქართველოს მიმართ ალოგიკურია და კითხვის ნიშნებს აჩენს.

„საქართველოს მიმართ დამოკიდებულების ცვლილება დაადასტურებს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა არა მოჩვენებითი მოვლენა და არაფორმალური ძალების რებრენდინგის მცდელობა, არამედ გულწრფელი და რეალურია. ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს,“ – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტსაბჭოს განცხადების თანახმად, გასულ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა, თუ ვინ არის ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა.

„დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ გასულ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაზე უკეთ წარმოაჩინა, თუ ვინ არის ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა და ვინ იღწვის ხელისუფლებაში მოსახვედრად მხოლოდ იმისათვის, რომ საქართველოში უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს.,“ – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ის დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია – დამოკიდებულების ცვლილება დაადასტურებს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა გულწრფელი და რეალურია
Next: მედიასაშუალებების დასანქცირების მთავარი მიზეზი საქართველოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი საგარეო პოლიტიკის სტატუსკვოს ჩამოშლა, შიდა დესტაბილიზაცია და რუსეთთან კონფრონტაციული პროცესებია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.