Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო – ისინი მხოლოდ უცხოელი პატრონებისგან ელიან შველას, რადგან ყოფნა-არყოფნის ზღვარზე არიან

მარშალ პრესი 27/02/2026
qarTuli ocneba

დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე ოფიციალური მიზეზიდან, რომელიც სანქციის დაწესების საბაბად იქნა გამოყენებული, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით, ქართულ მედიებზე – „იმედსა“ და „პოსტივიზე“ თავდასხმის რეალური მიზეზი ოპოზიციისთვის მცირე შანსის მიცემაა.

„ბუნებრივია, თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო. ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში. ისინი ხედავენ, რომ ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“, რომელსაც ქართველმა ხალხმა გასული ორი წლის მანძილზე ორჯერ გამოუცხადა მყარი ნდობა, ხოლო მეორე მხარეს დგას გარე ძალების სამსახურში მყოფი რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტურა, რომელსაც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია არაფრად უღირს და უცხოელი პატრონების დავალებების ვერშესრულების გარდა, არაფერი აწუხებს“,- ვკითხულობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია ქართული ოპოზიციის მოტივაციაზე, რომელიც უცხოელი პატრონების უპირობო მორჩილებაში და მათი დავალებების შესრულებაში გამოიხატება.

„ამ ადამიანებს სიტყვა „უსამშობლო“ ყველაზე ზუსტად აღწერს, რაც ბრიტანულ სანქციებზე მათმა რეაქციამ კიდევ ერთხელ საუკეთესოდ წარმოაჩინა. უკვე ყველასათვის აშკარაა და ამას არც თავად მალავენ, რომ ამ უსამშობლო ადამიანებისთვის არათუ სამშობლო, რომელიც ბევრად უფრო აღმატებული და ემოციური ცნებაა, არამედ სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობაც კი არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში, მათ აქვთ ერთადერთი მოტივაცია – მუხლებზე დაჩოქილი დაელოდონ უცხოელი პატრონებისგან დავალებებს, რომელთა უპირობოდ შესრულება მათი ერთადერთი მოვალეობაა,“- ვკითხულობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული ოპოზიცია ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა და ისინი მხოლოდ უცხოელი პატრონებისგან ელიან შველას.

„ლოგიკურია, რომ ისინი მხოლოდ უცხოელი პატრონებისგან ელიან შველას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ არათუ ძალიან უჭირთ, არამედ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე არიან. ამ ადამიანებისთვის ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოელი პატრონების მხარდაჭერაა. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ კი, უტყუარად გვასწავლა, რომ ყველა პასპორტით ქართველმა, რომელიც ამ ქვეყანაში უცხო ძალების მხარდაჭერით და მითითებებით შემოვიდა და მოქმედებდა, მხოლოდ ქაოსი, ნგრევა და მონობა მოიტანა,“- ვკითხულობთ განცხადებაში.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
Next: გამორჩეულად კომიკური და ტრაგიკულია ის სიხარულის ყიჟინა, რომელიც უსამშობლო და სახელმწიფოს განცდის არმქონე ადამიანებმა მედიის თავისუფლებაზე უცხოური თავდასხმის მიმართ გამოხატეს. ეს რეაქცია საუკეთესო ლუსტრაციაა იმისა, თუ რა ღირებულებითი სისტემის მქონე ადამიანებთან გვაქვს საქმე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.