Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ევროპას არ აქვს ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი

მარშალ პრესი 27/02/2026
zurab kadagidze

„არაფრით არ შეიძლება შევყვეთ მათ დანაღმულ ველზე – ჩათრევის პრინციპი ჩვენ თავად აგვაფეთქებს – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის თემით სპეკულირებაზე გააკეთა კომენტარი. როგორც ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სიმტკიცე მოქმედებებში. „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სწორი და ხანდახან ხისტი დამოკიდებულება. პირდაპირ და ღიად უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს და მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება,“ – განაცხადა დეპუტატმა.

ზურაბ ქადაგიძე დარწმუნებულია, რომ ევროპას საქართველოსთვის ვიზის შეჩერების სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს და თუ ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, მისი კონტექსტი მხოლოდ პოლიტიკური იქნება.

„ჯერ ერთი, მათ არ აქვთ ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი, რადგან ეს არის კონკრეტული ნორმა, რომელსაც საქართველო არც ერთ კომპონენტში არ არღვევს. თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი და იმის გაგრძელება, რომ ქართულ საზოგადოებას არა მათი სურვილის, არამედ ამ სურვილის საწინააღმდეგოდ სჯიან. ისინი აცხადებენ, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით და თუ ეს ასეა, მაშინ დასჯით რას მიიღებენ? ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა და სპეკულაცია, რაც არაერთხელ გვინახავს მათი მხრიდან“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: Ipsos-ის კვლევის თანახმად, უკრაინელების 37% აცხადებს, რომ ქვეყანა „არასწორი მიმართულებით“ ვითარდება, 29% მიიჩნევს, რომ „სწორი მიმართულებით“ მიდის – პესიმიზმი რომელიმე კონკრეტულ რეგიონში არ კონცენტრირდება და ფართოდაა გავრცელებული ქვეყნის მასშტაბით
Next: “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.