Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: სამწუხაროა, რომ ასეთ დონეზე დავიდა დიდი ბრიტანეთის ერთ დროს მართლაც ანგარიშგასაწევი პოლიტიკა

მარშალ პრესი 26/02/2026
tamar chiburdanidze

ბრიტანეთის მხრიდან „იმედზე” და „პოსტივიზე” სანქციების დაწესებას პოლიტიკურ ვენდეტად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, ბრიტანეთმა იუკადრისა ტელეკომპანია BBC-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები.

ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრიტანეთსა და ევროპაში პოლიტიკური კრიზისია და ეს პროცესი მხოლოდ დემოკრატიის განადგურებით არ დასრულდება.

„ევროპა-ბრიტანეთი დღითიდღე ჭაობში იძირება. შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და გამოუვალ ჩიხში შედიან. ამ პოლიტიკური ლიდერშიფის ფონზე ეს გასაკვირი არც არის, მაგრამ უკვე ისეთი სისწრაფით მიექანებიან თავდაღმა, რომ ცალკეულ ფაქტზე ანალიზის გაკეთებასაც ვეღარ ვასწრებთ.

დასავლეთში რომ მძიმე პოლიტიკური კრიზისია, ამას მაღალრეიტინგულ ტელევიზიებზე ბრიტანეთის სანქციებიც მოწმობს. „თავისუფალი სიტყვა” და „დემოკრატიული პრინციპები” დიდი ხანია სანაგვეზე მოისროლეს, თუმცა, პოლიტიკას „როლური თამაშებით” აგრძელებენ. ტელეკომპანია „იმედზე” და „პოსტივიზე” სანქციების დაწესება, ბუნებრივია, პოლიტიკური ვენდეტაა ბრიტანეთისგან – იუკადრისეს ტელეკომპანია BBC-ის წინააღმდეგ საქართველოდან ნათქვამი სიმართლე და მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, სანქციები დაუწესეს ტელევიზიებს.

უკრაინის საერთაშორისო იმიჯს ომში გამარჯვებისთვის თუ „იმედი” და „პოსტივი” წყვეტენ, მაშინ ყოჩაღ ამ ტელევიზიებს, ახლა საერთაშორისო რეიტინგებშიც დაწინაურებულან. სამწუხაროა, რომ ასეთ დონეზე დავიდა დიდი ბრიტანეთის ერთ დროს მართლაც ანგარიშგასაწევი პოლიტიკა.

კირ სტარმერი, ასეთი უსიტყვო მორჩილების შემთხვევაში, ევროპაში მოკალათებული ჩრდილოვანი მმართველებისგან კი შეინარჩუნებს თანამდებობას, მაგრამ საკუთარი ხალხისგან რამდენ ხანს ექნება ნდობის მანდატი, ეს არის საკითხავი. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მივყვეთ მოვლენებს და ვუცქიროთ ევროპა-ბრიტანეთის დემოკრატიის ცოდვის ტირილს, რომელიც მხოლოდ დემოკრატიის განადგურებით არ დასრულდება, ეს პროცესი მათ სახელმწიფოებს სხვაგვარადაც ჩაითრევს. მხსნელი კი, მათსავე რიგებში ჯერ არავინ ჩანს,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ცხადი გახდა, რომ საქართველოში არავინ, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, არ არიან კანონისა და სამართლის წინაშე რამენაირი ინდულგენციით აღჭურვილნი
Next: ევროპაში ხუთი წლის ბავშვს შეუძლია თავისუფლად იფიქროს სქესის შეცვლაზე, მაგრამ თხუთმეტი წლის ბავშვს არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა სახელმწიფო ცენზურის ფარგლებს მიღმა, ეს უკვე ნათლად აჩვენებს არსებულ პარადოქსს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.