Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: თავისუფალ მედიაზე, სიტყვის თავისუფლების სახელით, თავდასხმა ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც არა მხოლოდ ამ ტელევიზიების, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ

მარშალ პრესი 26/02/2026
dimitri khundadze

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმიანება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

დეპუტატი ტელეკომპანია “იმედსა”და “პოსTV”-ს სრულ თანადგომას უცხადებს და წერს, რომ საქართველოს მორჩილებისათვის ბრძოლა არ წყდება და მის დასაცავად, უკან არ უნდა დავიხიოთ.

„სრულ თანადგომას ვუცხადებ ტელეკომპანია “იმედს”და “პოსTV”-ის.
თავისუფალ მედიაზე, სიტყვის თავისუფლების სახელით, თავდასხმა ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც არა მხოლოდ ამ ტელევიზიების, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ.

ჩვენი სამშობლოს მორჩილებისათვის ბრძოლა არ წყდება და ჩვენც, მის დასაცავად, უკან არ უნდა დავიხიოთ.
მსოფლიო უმძიმეს გამოცდას გადის.ზოგ ქვეყანას იარაღზე წაუცდა ხელი, ზოგი მსხვერპლად იქცა, ზოგი სხვის უბედურებაზე საკუთარ სიძლიერეს აშენებს, საქართველო კი თავს არავის

ესხმის და მხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს და მშვიდობას იცავს, რასაც ამ უთანასწორო ბრძოლაში მაინც ახერხებს.
ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლეა და სწორედ ამიტომ უპირისპირებენ მას სიცრუეს და დეზინფორმაციას.

დღეს ქართული სახელმწიფოს „ციხესიმაგრის“ შიგნიდან გატეხვას ცდილობენ, მაგრამ ასეთ მცდელობას მათთვის სასურველი შედეგი ვერ ექნება და ვერც იმედს მოუკლავენ საზოგადოებას.
მშვიდობისა და სიმშვიდისთვის ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი და შეცდომის დაშვების უფლება, არც ხელისუფლებას და არც საზოგადოებას არ აქვს,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: “გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში მყოფმა კომპანიებმა” სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის 8 მილიარდი დოლარის ღირებულების ვაჭრობა განახორციელეს
Next: საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.