Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქმის კურსში. ყველა კადრია აღბეჭდილი და თუ საჭირო გახდება, იმედი მაქვს, გასაჯაროვდება

მარშალ პრესი 30/06/2022
ანრი ოხანაშვილი

მე მექნება შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სადაც მე ლოგიკურად დავსვამ საკითხს, რომ ამას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი შეფასება. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მიერ მოწყობილ პროვოკაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კადრები გასაჯაროვდეს. მისი თქმით, მომხდარზე მას ექნება უმკაცრესი რეაგირება.

„მე დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქმის კურსში. ყველა კადრია აღბეჭდილი და თუ საჭირო გახდება, იმედი მაქვს, გასაჯაროვდება ეს ყველაფერი და ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს, რაზე წამსვლელები არიან ეს ადამიანები. რა გაბედა და იკადრა, როგორი ბინძური პროვოკაცია მოაწყო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

Post navigation

Previous: „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარიამ ბაჯელიძე სოციალურ ქსელში ანრი ოხანაშვილისა და ირაკლი ზარქუას პერსონალურ ინფორმაციას აქვეყნებს
Next: ჭუტლექსას ყოველთვის მამიკოს გაბლატავებულ @@@დ ვთვლიდი და უყურე შენ… უსწავლია სიბინძურეები – შალვა რამიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.