Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკა სეფაშვილი: „პოსტ TV“ და „იმედი“ სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას!

მარშალ პრესი 26/02/2026
eka sepashvili

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

მისი თქმით, „პოსტ TV“ და „იმედი“ სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას.

„შეტევა თავისუფალ ქართულ მედიაზე – ბრიტანული დემოკრატიის სირცხვილი და თავის მოჭრა!
ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ : „პოსტ TV“ და „იმედი“ სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას! „პოსტ TV“ და „იმედი“ ყველაზე დიდი რეიტინგის და გავლენის მქონე არხებია, რადგან მათი წარმატების საიდუმლო სიმართლეა, რომელსაც ვერასოდეს დამალავ! „პოსტ TV“ და „იმედი“ თავისუფალი მედიის საუკეთესო წარმომადგენლები – სერიოზულად აშინებენ დიდ ბრიტანეთს!

დაბოლოს, სერიოზული პრეტენზია და მიზეზი არ არსებობს და სწორედ ამიტომ გვესმის ასეთი აბსურდული ბრალდებები „პოსტ TV“ და „იმედის“ წინააღმდეგ!
ბრძოლა საქართველოს გადარჩენისათვის გრძელდება!
საქართველოს ვერ დააჩოქებთ!“ – წერს ეკა სეფაშვილი.

Post navigation

Previous: მარკო რუბიო პოლიტეკონომიის დედააფეთქებულობის სიმბოლოა – დავით დარჩიაშვილი
Next: წარმოუდგენელია, დიდი ბრიტანეთის ფინანსურმა ზედამხედველმა ბრიტანულ ბანკებს ავტომატურად დააკისროს სხვა ქვეყნის სანქციების შესრულება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.