Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ტერიტორიების 20% დაკარგეს. შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს – ჩამონათვალი მართლაც დიდია ბოკერიას და მისი სადისტური რეჟიმის “საგმირო საქმეების”, მაგრამ ჰყოფნის თავხედობა და მსგავს განცხადებებს აკეთებს.

მარშალ პრესი 26/02/2026
david kartvelishvili

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა არარაობებმა, ქვეყანა დანაღმულ ველზე შეიყვანეს“. ანალიტიკოსის თქმით, ამას ამბობს მართლაც რომ პოლიტიკური ბანკროტი და არარაობა, რომლის მმართველობის დროსაც, ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგეს, შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს. ქართველიშვილის შეფასებით, ჩამონათვალი მართლაც დიდია ბოკერიას და მისი სადისტური რეჟიმის “საგმირო საქმეების”, მაგრამ ჰყოფნის თავხედობა და მსგავს განცხადებებს აკეთებს. ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ საკადრისი პასუხი არ მიიღო თავის დროზე. „ ამას ამბობს მართლაც რომ პოლიტიკური ბანკროტი და არარაობა, რომლის მმართველობის დროსაც…

1 – ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგეს.

2 – შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს.

3 – გაძარცვეს და გააღაატაკეს წვრილი და საშუალო ბიზნესი.

4 – მსხვილი ბიზნესი დაიმორჩილეს, ვინც არ დაემონა – ყველაფერი წაართვეს და ქვეყნიდან გააქციეს.

5 – სისხლში ჩაახშეს დემოკრატიული მანიფესტაციები, მომიტინგეები ადგილზე ჩახოცეს.

6 – ქვეყანა ჩაახრჩვეს სიღარიბეში, სწორედ ბოკერიას ხელისუფლებაში ყოველი მესამე ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა.

7 – დაარბიეს, დააშინეს, მიიტაცეს და დაიმორჩილეს მედია – ვინც ვერ დაიმორჩილეს, სამაგალითოდ დასაჯეს.

8 – გაანადგურეს სასამართლო და ის ადეიშვილის პროკურატურის დანამატად აქციეს. 9 – გაყიდეს დავით/გარეჯა და ეს ფაქტი ღიად, საჯაროდ აღიარა ბოკერიას ბელადმა, თან “გაპრავება” სცადა, აზერბაიჯანს სტრატეგიული სიმაღლე სჭირდებოდაო. 10 – ფეხქვეშ გათელეს ადამიანის უფლებები, სახელმწიფო ტანთ მოირგეს და ელიტური კორუფცია დააკანონეს. ჩამონათვალი მართლაც დიდია ბოკერიას და მისი სადისტური რეჟიმის “საგმირო საქმეების”, მაგრამ ჰყოფნის თავხედობა და მსგავს განცხადებებს აკეთებს. ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ საკადრისი პასუხი არ მიიღო თავის დროზე…“ – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: სტარმერი თავის სკამზე ვეღარ ზის უკვე ისე მყარად, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და უბრალოდ ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს ის სხვას ასანქცირებდეს
Next: მარკო რუბიო პოლიტეკონომიის დედააფეთქებულობის სიმბოლოა – დავით დარჩიაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.