Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“იმედს” და “პოსტივის” ჯამში ქართველი მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა. სწორედ ამდენი ადამიანი დააცენზურა ბრიტანეთმა. მათი სანქციები არა „იმედს“ და „პოსტივის“, არამედ ქართველ ხალხს მიემართება, რათა ჩაახშოს კონკრეტული ინფორმაცია და არ მისცეს მათ მოსმენის და ნახვის საშუალება

მარშალ პრესი 25/02/2026
nino tsilosani

ტელეკომპანია “იმედს” და “პოსტივის” ჯამში ქართველი მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა. სწორედ ამდენი ადამიანი დააცენზურა ბრიტანეთმა ამ არხების დასანქცირებით და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა საქართველოში 10-მდე მსხვილი ტელევიზია ფუნქციონირებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, წერს სოციალურ ქსელში.

წილოსანის განცხადებით, „იმედის“ და „პოსტივის“ სანქციები სწორედ ქართველ ხალხს მიემართება, რათა ჩაახშონ კონკრეტული ინფორმაციები და საზოგადოება მოკლებულ იყოს სინამდვილეს. ნინო წილოსანს ასევე მოჰყავს მაგალითები, თუ როგორ აკრიტიკებს აშშ დიდი ბრიტანეთის ცენზურის პოლიტიკას და სიტყვის თავისუფლებას. „ტელეკომპანია “იმედს” და “პოსტივის” ჯამში ქართველი მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა. სწორედ ამდენი ადამიანი დააცენზურა ბრიტანეთმა ამ არხების დასანქცირებით და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა საქართველოში 10-მდე მსხვილი ტელევიზია ფუნქციონირებს, მათ შორის 3 წარმოუდგენლად რადიკალური არხი და მაყურებელს აქვს თავისუფალი არჩევანი უყუროს იმ არხს, რომელიც მისთვის მისაღებია.

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მაყურებელი თავად ირჩევს რას უყუროს საქართველოს მედია სივრცეში, ბრიტანეთის სანქციები არა „იმედს“ და „პოსტივის“, არამედ ქართველ ხალხს მიემართება. მიემართება, რათა ჩაახშოს კონკრეტული ინფორმაცია და არ მისცეს მათ მოსმესნის და ნახვის საშუალება. როცა იმედს და პოსტივის ასანქცირებ ეს იგივეა რომ ბრიტანელებს აუკრძალო წვდომა BBC One ან ITV1 ტელევიზიებზე ; გერმანიას ZDF, Das Erste (ARD) და ა. შ დაველოდები გერმანიის და ბრიტანეთის ელჩების შეფასებას ცენზურის ამ შემზარავ ფაქტზე, რომელზეც დიდი ხანია ტრამპი, ჯდ ვენსი და სხვები საუბრობენ. -მარკო რუბიომ ახლახან ბრიტანელ ცენზურის აგენტებს შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა – დონალდ ტრამპი -ილონ მასკი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ცდილობს, მაშინ როცა X-ს შესაძლო აკრძალვა ემუქრება. -აშშ აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს გაუარესდა. -ჯეი დი ვენსი დევიდ ლემისთან შეხვედრისას აფრთხილებს, რომ გაერთიანებული სამეფო თავისუფალი სიტყვის დაკარგვის „ბნელ გზას“ არ დაადგეს. თუმცა, სწორედ დღეს – საბჭოთა ოკუპაციის დღეს, ყველაზე მძიმედ გვახსენდება რა ქარტეხილებს არ გადაუვლია ჩვენს თავზე და მიუხედავად ამ ყველაფრისა როგორ გადავრჩენილვართ. საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ყველაზე სასტიკ რეჟიმებსაც კი არ გამოსვლიათ, სანქციებიც ვერ გააჩუმებს მართალ სიტყვას საქართველოში. ჩემი პატივისცემა და დიდი მხარდაჭერა „იმედისა“ და „პოსტივის“ საუკეთესო, პროფესიონალ ჟურნალისტებს,“- წერს ნინო წილოსანი.

Post navigation

Previous: დარწმუნებული ვარ “იმედიც” და “პოსტვიც” გაათმაგრბული ძალისხმევით გააგრძელებენ თავისუფალი სიტყვის მიწოდებას მათთვის, ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ რჩება უპირობო ღირებულებად
Next: ირაკლი კობახიძე უკრაინის შესახებ გაეროს რეზოლუციაზე – არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.