Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაიხვეწოს პროფესიული განათლება და ამაღლდეს ხარისხი, შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე

მარშალ პრესი 24/02/2026
irakli kobakhidze

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი პრობლემა, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა არის ის, რომ დღეს ვინც არის დასაქმებული, იმათ მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი საკუთარ სამუშაო ადგილზე.

„რეალურად ეს ადამიანები, 40 პროცენტი საჭიროებს პროფესიულ განათლებას, ამიტომ შესაბამისი მიმართულებით არის დასაქმებული. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში იყო სერიოზული პრობლემები პროფესიული განათლების მიმართულებით. ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პროფესიული განათლება დაიხვეწოს ქვეყანაში და ამაღლდეს შესაბამისი ხარისხი. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენთან ერთად, განვიხილოთ ამ კვლევის დეტალები თუ არის შეკითხვები, მზად ვართ, ვუპასუხოთ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გადაუდებელი იყო ამ ანალიზის ჩატარება იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი აბიტურიენტების, ახალგაზრდების, სტუდენტების ინტერესები და სწორი მიმართულება მივცეთ მათ საკუთარი პროფესიული გზის არჩევისას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: 1921 წელს ჩვენ შეგვეძლო, არ დავცემულიყავით. ჟორდანიას მთავრობას ოსმალეთისთვის რომ კარი არ გაეღო და უომრად არ დაეთმო ტერიტორიები, საბჭოთა კავშირში საქართველო ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილით აღმოჩნდებოდა
Next: ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.