Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე: ვფიქრობთ, გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯია გადადგმული. უნდა ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებს საქართველოში, რა პროფესიებია დეფიციტური, სად გვჭირდება ხალხი

მარშალ პრესი 24/02/2026
giorgi tsagareishvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებას, რითაც დაწესდა განსხვავებული თამაშის წესები იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო ამ სფეროში, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა. ამ კომენტარით ცაგარეიშვილი გამოეხმაურა მთავრობის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.

„ვფიქრობთ, გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯი იყო გადადგმული, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში.

უნდა ვიცოდეთ, შრომითი ბაზრის ტენდენციები, უნდა ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებს საქართველოში, რა პროფესიები არის დეფიციტური, სად გვჭირდება ხალხი, მათ შორის, რა თქმა უნდა, უცხოელებიც“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: პოპულიზმის ნაწილია, როცა მუდმივადაა საუბარი დეპუტატის ხელფასზე – რომ გავანახევროთ კი არა, სულ რომ ჩამოვართვათ ხელფასი დეპუტატებს, პენსიის ოდენობა გაიზრდება 2 ლარით და 20 თეთრით
Next: ელემენტარული შედარება ჩვენს “დასავლეთის ორბიტაზე” მყოფ მეზობლებთან, ყველაზე უსამშობლო სკეპტიკოსსაც დაარწმუნებს, რომ მნიშვნელოვანი ფორუმებისა და სამიტების კომპონენტში, საქართველო უპირობო რეგიონული ლიდერია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.