Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ – შალვა პაპუაშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე

მარშალ პრესი 24/02/2026
shalva papuashvili

დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მართლაც, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ამბობს, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, მისი თქმით, ჩვენ დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ.

„დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან. ფრონტის ხაზი ისევ იქაა, სადაც 80 წლის წინ და საქართველოც ისევე განიცდის მის სიმძიმეს, როგორც მაშინ, გასული საუკუნის 40-იან წლებში.

მართლაც, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ამბობს, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ჩვენ დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ. დიდი ძალების ინტერესთა დაპირისპირების დროს კი, ყველაზე მძიმე ფასს იხდის ის ქვეყანა და ის ხალხი, რომლის მიწაც ბრძოლის ველად იქცევა.

ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. მშვიდობამ უნდა დაისადგუროს. უკრაინის სახელმწიფო უნდა გადარჩეს. უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა აუცილებლად უნდა დაეფუძნოს სუვერენიტეტისა და ეროვნული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპს.

საქართველოს ომის დაწყების პირველივე დღიდან ჰქონდა სწორედ ეს ხედვა და ეს სულისკვეთება. ჩვენ ურთულეს გარემოში ვატარებდით მშვიდობის პოლიტიკას, როდესაც ომის მოსურნეები, გარედან წნეხით და შიგნიდან ციხის გატეხით, ცდილობდნენ ომის ცეცხლის რკალში საქართველოს ჩაბმას. თუმცა, ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები მტკიცედ დავიცავით ოთხი წლის წინაც და მტკიცედ ვიცავთ დღესაც.

დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონი კვლავ ახალი დაპირისპირებების საფრთხის წინაშე დგას, საქართველოსთვის სიმტკიცე, ერთიანობა და სუვერენული არჩევანის დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ისტორიული აუცილებლობაა.

სამწუხაროდ, ომი ისევ ახლოსაა და კვლავ ათასობით სიცოცხლეს დაღუპვით ემუქრება. ისევ ვერ ხერხდება მშვიდობის ფორმულის მოძებნა.

ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის და უკრაინელი ხალხისთვის. ვუსურვებთ მათ გამძლეობას და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას“, – წერს პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე: სოციალურად დაუცველთა ბაზას სჭირდება განახლება და გადამოწმება — პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული
Next: პოპულიზმის ნაწილია, როცა მუდმივადაა საუბარი დეპუტატის ხელფასზე – რომ გავანახევროთ კი არა, სულ რომ ჩამოვართვათ ხელფასი დეპუტატებს, პენსიის ოდენობა გაიზრდება 2 ლარით და 20 თეთრით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.