Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: რა თქმა,უნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრი ოხანაშვილის წინააღმდეგ

მარშალ პრესი 30/06/2022
ირაკლი ზარქუა

დღეს ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ!! ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვახო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს.

„ბუნებრივია, ასეთ საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობისას, მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის!!!..კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები, ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა და ამას დაადგენს კადრებიც თუ გასაჯაროვდა, ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4-მა კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ , ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!! ბუნებრივია, ცუდია, რაც მოხდა და მიუღებელია,მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა,უნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი! თუმცა უნდა ითქვას,რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ“, – წერს ზარქუა.

Continue Reading

Previous: აშშ-ის საელჩო: ჩვენთვის ცნობილია ინფორმაცია საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ, ვსწავლობთ ამ ინფორმაციას
Next: იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ ბაჩანა ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025