გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან მინდია ჟღერიასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ზაალ მამალაძესთან ერთად, სოფელ სამებაში იუნკერ მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას პატივი მიაგო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
იუნკერი მაკარ ბურჭულაძე 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. იგი სოფელ სამების ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.
