Skip to content
23/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია – გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ

მარშალ პრესი 23/02/2026
kakha kaladze

თბილისის მერი კახა კალაძე მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მუნიციპალიტეტების ჩართულობით სოციალურად დაუცველთა ბაზების ფართომასშტაბიან გადახედვას იწყებს.

 მერის განმარტებით, აღნიშნული სია აუცილებლად უნდა გადაიხედოს, რადგან სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს საშუალება მიეცემათ, მეტად დაეხმაროს იმ ოჯახებს, რომელთაც თანადგომა ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. 

„მივესალმები ამ მნიშვნელოვან რეფორმას. პანდემიის შემდეგ ფაქტობრივად მორატორიუმი იყო გამოცხადებული. დღეს, როდესაც დღის წესრიგში დგება აღნიშნული მიმართულებით ცვლილებების განხორციელება, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, ჯერ კიდევ გვრჩებიან ოჯახები, ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, თანადგომა სჭირდებათ. სახელმწიფო, მისი ყველა შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავს ოჯახებს გვერდით დავუდგეთ, დავეხმაროთ. რა თქმა უნდა, უნდა გადაიხედოს აღნიშნული ბაზა. როდესაც ის გაიფილტრება, გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ. ამიტომ ვფიქრობ, აღნიშნული რეფორმის განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერიას აქვს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების არაერთი პროგრამა, ბაზის გადახედვის შემდეგ კი კონკრეტული ოჯახების დახმარების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. 

Post navigation

Previous: პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
Next: ყველა ხომ აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით, თუ ვინმეს უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.