Skip to content
23/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წარმოუდგენელია, როდესაც ესტონეთის საელჩო ცდილობს განათლების რეფორმის პოლიტიზებას და ამ ყველაფერში არის აყოლილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, ეს კიდევ ერთი იაფფასიანი მცდელობაა, რომ პოლიტიკური სარჩული მიეცეს იმას, რასაც საერთოდ ვერ ექნება პოლიტიკური სარჩული

მარშალ პრესი 23/02/2026
irakli kobakhidze
წარმოუდგენელია, როდესაც კონკრეტული საელჩო, ამ შემთხვევაში ესტონეთის საელჩო, ცდილობს განათლების რეფორმის პოლიტიზებას და ამ ყველაფერში არის აყოლილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, განათლების რეფორმის პოლიტიზება არის არასწორი.
„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი საქართველოში არ არის სათანადო და ამ კუთხით, მსგავსი ვითარება გვაქვს ილიას უნივერსიტეტშიც, ისევე, როგორც სხვა უნივერსიტეტებში. ეს ეხება, მათ შორის, თსუ-ს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და სხვა უნივერსიტეტებს, საჯაროს, კერძოს. ჩვენ გვინდა ამ ვითარების გაუმჯობესება და როდესაც ამ მცდელობის პოლიტიზებას ცდილობს ესტონეთის საელჩო, ეს გაუგებარიც არის და არასწორიც. ეს არის კიდევ ერთი იაფფასიანი  მცდელობა, რომ პოლიტიკური სარჩული მიეცეს იმას, რასაც საერთოდ ვერ ექნება პოლიტიკური სარჩული“, –  განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს – ორმაგი სტანდარტია – ყველას უნდა, რომ სხვის საქმეში ჩაყოს ცხვირი, როცა მათ საქმეში ყოფენ ცხვირს, ეს არ მოსწონთ
Next: სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან არის ლიდერი და მოწინავე, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად პროგრესირებს, განიცდის მუდმივ წინსვლას და სამართალდამცავი სტრუქტურების წინსვლაც არის ამის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო გამოხატულება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.