Skip to content
23/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მსოფლიოში 22-ე ადგილზეა

მარშალ პრესი 23/02/2026
639042690_1334253495173515_8998786575804852989_n (1)

ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა. გამოკვლევის ფარგლებში, სამართალდამცავი და ძალოვანი სისტემის არაკორუმპირებულობის მსოფლიო რეიტინგიც გამოქვეყნდა. ინდიკატორი ზომავს, „თავს იკავებენ თუ არა პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალური გამომძიებლები ქრთამის თხოვნისა და მიღებისგან ძირითადი საპოლიციო მომსახურების შესასრულებლად ან დანაშაულების გამოსაძიებლად და არიან თუ არა პოლიციისა და სამხედრო სამსახურში მომუშავე სამთავრობო თანამდებობის პირები თავისუფალი კერძო ინტერესების ან კრიმინალური ორგანიზაციების არასათანადო გავლენისგან“ .

საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 85%  მიიღო, მსოფლიოში 22 ადგილზე დასახელდა, ევროპაში კი საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს : ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირლანდიას, ლიეტუვას, ლატვიას, ჩეხეთს, პოლონეთს, ხორვატიას, სლოვენიას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, მალტას, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას,  თურქეთს, ალბანეთს.   ევროპის სამართალდამცავ და ძალოვან სისტემაში კორუფციის სიმცირით ფინეთი, დანია და ნორვეგიალიდერობს, ყველაზე მაღალი კორუფციით კიუკრაინა, მოლდოვა და რუსეთი გამოირჩევა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი უცხოელების დასაქმების რეგულაციაზე: ეს არის უსაფრთხოების და შიდა შრომითი ბაზრის დაცვის პოლიტიკა და არა უცხოელებისთვის რეჟიმის გამარტივება, და მით უმეტეს მათი ქვეყანაში „ჩამოყვანის” სტიმულირება
Next: დავით ქართველიშვილი: Tegeta Cars-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წელს კომპანიამ 5 000-ზე მეტი ახალი ავტომობილი გაყიდა, რაც დაახლოებით ათასით მეტია, ვიდრე 2024 წელს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.