Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამწუხაროა, როცა დასავლელი ელჩების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად აღმოჩნდება იქ, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ხმამაღლა ცდილობენ აურზაურის ატეხას

მარშალ პრესი 22/02/2026
dimitri khundadze

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ესტონეთის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩის მხრიდან ილიაუნის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას გამოეხმაურა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, ელჩმა კარგად იცოდა სტუდენტების მხრიდან დაგეგმილი აქციის შესახებ და როგორც ჩანს, ასეთ დღეს სტუმრობა, სხვა არაფერია, თუ არა ღია მხარდაჭერა.

დიმიტრი ხუნდაძე სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ხშირად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დგანან იქ, სადაც ღიად ფიქსირდება ხელისუფლების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოწოდებები.

„როგორც ჩანს, ესტონეთის ელჩმა სომხეთში წასვლის წინ საქართველოში ილიაუნიში შეიარა. მან კარგად იცის, რომ დღეს ილიაუნის სტუდენტები აპირებენ აქციის ჩატარებას და ეტყობა გამამხნევებელი სიტყვა შეაშველა, რომ კარგად იხმაურონ და განეწყონ ხელისუფლების წინააღმდეგ.

სამწუხაროა, როცა დასავლელი ელჩების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად აღმოჩნდება იქ, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ხმამაღლა ცდილობენ აურზაურის ატეხას,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება, თბილისისთვის მხოლოდ პროცედურული ეპიზოდი არ არის, ეს არის მომდევნო სტრატეგიული სიმწიფის ტესტი
Next: მიუნხენის კონფერენცია იმდენად არა დისკუსიის ფორუმად წარმოჩნდა, რამდენადაც ბრიტანეთის პრეტენზიის დემონსტრირების მოედნად, რომ სწორედ ის წარმოადგენს ევროპის „ძველი რეჟიმის“ დაცვის არქიტექტორს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.