IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„თქვენ, რომელიც საწამლავით დარბოდით ამ პარლამენტში, გგონიათ, რომ ეგ უკეთესი როლია, ვიდრე ჩემ მიერ ტრიბუნიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება?”, – ამ სიტყვებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ “ევროპული საქართველოს” წევრს, ლელა ქებურიას პარლამენტის სხდომაზე მიმართა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

„თქვენ რომ მახსენებთ პარლამენტის როლს, თქვენ, რომელიც საწამლავით დარბოდით ამ პარლამენტში, გგონიათ, რომ ეგ უკეთესი როლია, ვიდრე ჩემ მიერ ტრიბუნიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება? არამგონია”, – უპასუხა ხუნდაძემ ლელა ქებურიას.

ლელა ქებურიამ დიმიტრი ხუნდაძეს ჰკითხა, 108 სკოლიდან რამდენ სკოლაში მოხერხდა სანიტარული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება