IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„წარმოიდგინეთ, რა ზომამდე მიიყვანეს გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი, რომ მან სახალხო დამცველს კონკრეტული პარტიული არხის ბულინგისგან დაცვა სთხოვა, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი მათ შორის, სახალხო დამცველისგან, თუ როგორ აპირებს ის ოჯახის დაცვას უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისგან“, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, სახალხო დამცველისგან, რომელიც გუშინ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა და საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ მათი პოზიცია და მოსაზრებები მოისმინა, საზოგადოებამ ჯერ ვერ მიიღო პასუხი, თუ როგორ აპირებს ის ოჯახის დაცვას კონკრეტული პარტიული არხის მხრიდან ფსიქოლოგიური წნეხისგან.

„ჩვენ, სამწუხაროდ, პასუხი მივიღეთ, რომ გამოძიების დეტალებით დავინტერესდებიო. ეს ძალიან კარგია თავის მხრივ, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი მათ შორის სახალხო დამცველისგან, თუ როგორ აპირებს ის ოჯახის დაცვას უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისგან. ოჯახისა, რომელმაც უდიდესი ტრაგედია მიიღო შვილის გარდაცვალებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

ომბუდსმენის აპარატი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთვება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება