Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიდუბის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მარშალ პრესი 21/02/2026
641266877_1360080142828108_1479988815250249223_n
დიდუბის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დიდუბის რაიონის გამგებელ დავით გელოვანთან ერთად მისი მოადგილეები – ზურაბ უგულავა და მამუკა ვეკუა, ასევე, სამსახურის უფროსები და თბილისის საკრებულოში დიღმის მასივისა და დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატები – შოთა ქევხიშვილი და გივი ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.
დღის წესრიგი 2026 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავდა, რომელთა განხორციელებაც კომპანია „GWP”-ის ჩართულობით არის დაგეგმილი.
მხარეებმა იმსჯელეს სამუშაოების ეტაპობრივად წარმართვაზე, ტექნიკურ პარამეტრებსა და შესრულების ვადებზე, ასევე, კოორდინაციის მექანიზმებზე, რათა პროცესები მაქსიმალურად ეფექტიანად და ორგანიზებულად წარიმართოს.
შეხვედრისას დიდუბის გამგებელმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტად რჩება სამუშაოების ხარისხიანი და დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით შესრულება, რაც ხელს შეუწყობს არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს
Next: დავით ქართველიშვილი: ტრამპმა შეიძლება შეცვალოს რიტორიკა და წამოიწყოს კონფლიქტები, მაგრამ სისტემის ძირითადი სტრუქტურული ელემენტები – ფინანსურ-ეკონომიკური არქიტექტურა და სოციალური კარკასი ინსტიტუციურად დაცულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.