Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გეკა გელაძემ ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 21/02/2026
1

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ დეპარტამენტის თანამშრომლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი ასევე, შეეხო სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, სამართალდამცველებისთვის სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების საკითხს.

გეკა გელაძემ თანამშრომლებს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მათ მიერ განხორციელებული ეფექტიანი საპოლიციო ღონისძიებებისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

Post navigation

Previous: უკრაინა ტერიტორიებს რუსეთს არ დაუთმობს – ზელენსკი
Next: დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.