Skip to content
20/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე: საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკურ ზრდას და ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას იმკვიდრებს

მარშალ პრესი 19/02/2026
633938183_931875519212268_1807728328641024455_n

ეკა სეფაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე: საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკურ ზრდას და ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას იმკვიდრებს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, 19 თებერვალს ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკაში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მეორე კომიტეტის (ეკონომიკური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური საკითხები) სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

დისკუსია შეეხებოდა გეოეკონომიკის, ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცვალებად გარემოში ნავიგაციას. ეკა სეფაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გლობალიზებული ეკონომიკისა და მზარდი საფრთხეების პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ქვეყანა ინარჩუნებს ეკონომიკურ ზრდას და ატარებს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროექტები ქვეყანას ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას უმკვიდრებს, რაც, ერთი მხრივ, ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ — დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას უწყობს ხელს.

კომიტეტის სხდომაზე გამართულ დებატებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ და ეკონომიკურ სირთულეებს ეუთო-ს რეგიონში. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მთავრობების ეფექტიანი ქმედებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას.

სხდომაზე ასევე აღინიშნა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა ეკონომიკურ-ეკოლოგიურ სფეროებში. პორტუგალიის რესპუბლიკის წარმომადგენელმა, პაოლა კარდოზომ, აღნიშნა, რომ აღნიშნულ სექტორებში პროგრესის მიღწევისთვის ახალგაზრდების მონაწილეობა ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში ექვს წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანის აკრძალვის ინიციატივაზე: რეგულაციები ნაჩქარებია და საჭირო არის მეტი კონსულტაციები და გონივრული გადაწყვეტილებები
Next: დღევანდელ ჩემს განცხადებას, რომელიც ამ ინიციატივას არ ეთანხმება, საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოჰყვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.