Skip to content
20/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა

მარშალ პრესი 19/02/2026
05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონების განვითარებაზე და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი პროექტების ეფექტიანად განხორციელებას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სტრუქტურულ ერთეულებში ოპტიმიზაციას.

“ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კოორდინაცია ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება სამინისტროების მხრიდან ადგილობრივ დონეზე და მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების ჩართულობა. ასევე შევეხეთ სოციალური დახმარების საკითხებს. საჭიროა ამ ბაზების გადახედვა და ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ასევე ყურადღება გავამახვილეთ კორუფციის პრევენციის მნიშვნელობაზე. ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც მაქსიმალურად შევძლოთ კორუფციული პრაქტიკის პრევენცია”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, კომიტეტის წევრი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

Post navigation

Previous: საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
Next: დაახლოებით ერთი წელია რაც ახალი, რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა, სადაც ხდება გარკვეული საკითხების კონცენტრაცია. შესაბამისად დადგა სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტების მართებულობის საკითხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.