Skip to content
20/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო – ჩემი აზრით ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს

მარშალ პრესი 18/02/2026
sozar subari

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონალური განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში არსებული ფუნქციური დუბლირების საკითხი დააყენა და ერთ-ერთი ინსტიტუტის გაუქმების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„გადაწყვეტილების მიმღები ზედმეტი რგოლების არსებობა ანელებს თვითმმართველობების ეფექტურობას,“ – აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ არსებული მმართველობითი მოდელი დამატებით ბიუროკრატიულ და ფინანსურ ტვირთს ქმნის, რაც სისტემურ გადახედვას საჭიროებს.

“რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მართვას ქვეყანაში ახორციელებს რამდენიმე რგოლი. პირველი რგოლი არის თვითმმართველობა, რაც გულისხმობს მაღალი ლეგიტიმაციით, პირდაპირი წესით არჩეულ მერებსა და საკრებულოებს. მეორე რგოლად შეიძლება ჩავთვალოთ ცენტრალური ხელისუფლების რეგიონული წარმომადგენლობები. ამათ გარდა არის კიდევ ორი დამატებითი რგოლი, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთმანეთის ფუნქციების დუბლირებას ახდენენ. ეს არის, ერთი მხრივ, სამხარეო ადმინისტრაციები სახელმწიფო რწმუნებულების სახით და მეორე – შარშან შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტრო. სამინისტროს წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარია – ამაში ვგულისხმობ არა მის მიერ განსახორციელებელი პროექტების, არამედ უშუალოდ სამინისტროს შენახვის ხარჯს. 13 მილიონ ლარს აღემატება სამხარეო ადმინისტრაციების შენახვის ხარჯი. ამას დავუმატოთ ავტომანქანები, შენობები, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და გასაგები გახდება, რაც უჯდება საქართველოს მოსახლეობას ეს დუბლირება. ფაქტია, რომ ან რეგიონული გამვითარების სამინისტრო არის მეხუთე ბორბალი, ან – სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი და, შესაბამისად, რომელიმე მათგანი გასაუქმებელია.

დღეს ასეთი ვითარება გვაქვს: ერთი მხრივ, არსებობს ძლიერი თვითმმართველობა თავისი დამოუკიდებელი ბიუჯეტით და ვლაპარაკობთ მის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. ბუნებრივია, რომ ხალხის მიერ არჩეულ, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მერს, შესაბამისი დამოუკიდებლობაც უნდა ჰქონდეს და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაც უნდა შეეძლოს. ბუნებრივია, პარალელურად უნდა ხდებოდეს კორუფციის ძალიან მკაცრი კონტროლი, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები ზედმეტი რგოლების არსებობა ანელებს თვითმმართველობების ეფექტურობას. შესაბამისად, ამ ორი რგოლიდან რომელიმე უნდა გაუქმდეს – ან სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო. ჩემი აზრით, ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა, თუ შეგნებულად წავიდნენ წინააღმდეგი, მაშინ ეს არის შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული აქტი
Next: ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა გამჭვირვალობის კანონი, თუმცა ირონიულია, რომ სულ რაღაც 15 თვის წინ ევროკავშირის ბიუროკრატები უნგრეთს, საქართველოსა და ევროპის კიდევ სამ ქვეყანას სანქციებით ემუქრებოდნენ მსგავსი კანონების მიღების გამო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.