Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შარშან 1000 მოქალაქით მეტი დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა, ეს არის მცირე გაუმჯობესება, თუმცა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ვფიქრობთ, ეკონომიკური ზრდის გაგრძელებასთან ერთად ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაუმჯობესდება

მარშალ პრესი 18/02/2026
irakli kobakhidze1

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლას, ამ კუთხითაც არ გვაქვს სახარბიელო მაჩვენებლები, ზოგადად, რაც შეეხება დემოგრაფიას, არის ერთადერთი მსხვილი სფერო, სადაც გვაქვს უარყოფითი ტენდენციები და მაჩვენებლები არ არის სახარბიელო, თუმცა შარშან გვქონდა დამაიმედებელი სტატისტიკა – პირველად მოხდა 2020 წლის შემდეგ ისე, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ გადააჭარბა საქართველოდან გასული მოქალაქეების რაოდენობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი სხვაობა არ იყო, საუბარია 1000 მოქალაქეზე, თუმცა ასეთი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა.

„1000 მოქალაქით მეტი დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ეს არის მცირე გაუმჯობესება, თუმცა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდის გაგრძელებასთან ერთად ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ამ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც აუმჯობესებს დემოგრაფიულ ტენდენციებს, შესაბამისად, იმედი გვაქვს, მომდევნო წლების განმავლობაში ეს დადებითი დინამიკა გაგრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი
Next: მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში, 2014 წლიდან არის მომატებული მაჩვენებელი და სტაბილურად არის მაღალ დონეზე შენარჩუნებული, მკვეთრად იკლებს პირველი და მეორე შვილის შობადობის მაჩვენებელი, აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სოციალური მიზეზი ამას არ აქვს, გვაქვს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.